|
2020-08-26 12:39:47, 3945 ნახვა
ეკონომიკა
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია
25 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 12,556 ტონა შეადგინა. ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (14,906 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,202 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (99 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (74,0 ტონა), სლოვენიისა (57,3 ტონა), და სინგაპურის (0,04 ტონა) რესპუბლიკებში. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)