08:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 13:11:09, 653 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 4,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 11 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 4,4 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 931  ტონამდე რქაწითელი, 1100 ტონამდე საფერავი, 260 ტონამდე კახური მწვანე და 2071 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
"დღეის მდგომარეობით, კახეთში ყურძენს გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 ღვინის მწარმოებელი კომპანია. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო, რომელიც დღეს,  დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან მიიღებს ყურძენს. 
ეტაპობრივად რთველში კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება და  პარალელურ რეჟიმში ყურძნის მიღებას  ღვინის მწარმოებელი  სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია",-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ცნობისთვის, კახეთში გლეხებმა თელავი-გურჯაანის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.  ისინი სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას  ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები  ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს. ამჟამად თეთრი ყურძნის ფასი 60 თეთრია, ხოლო საფერავი 85 თეთრი ღირს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics