2020-08-26 10:01:04, 16127 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1436-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1150-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი რჩება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შედეგად 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,