08:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 12:57:01, 647 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების შვილები მოინახულა

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ბათუმში დასასვენებლად მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების შვილები მოინახულეს.

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ბავშვებს სპორტული ინვენტარი და საცურაო აღჭურვილობა გადასცა.

ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ჯარისკაცთა შვილები აჭარას 5 სექტემბერს ეწვივნენ. მოზარდები ბათუმში აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მოწვევით დასვენება/რეაბილიტაციის 2 კვირიან კურსს გადიან.

ტერნოპოლელი ბავშვები ბათუმში ყოფნისას მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტენოპოლის ოლქს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წლის. მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics