2020-08-25 14:13:37, 5673 ნახვა
მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოვა
სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
საინფორმაციოს ცნობით, სამიტზე ტიხანოვსკაია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარონ.
ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვის მიზნით, ევროკავშირის საგანგებო სამიტი დღეისთვის არის დაგეგმილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,