|
2020-08-25 12:20:08, 1766 ნახვა
საზოგადოება
ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე დაშავებულ სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება. მისივე თქმით, სამივე მათგან შემცირდა ჟანგბადის კონცენტრაციის მიწოდება და გაუმჯობესდა ოქსიგენაციის პარამეტრები. „სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა როგორც კლინიკურ-ლაბორატორიულად, ასევე მდგომარეობის მხრივ. ვინაიდან ჰემოდინამიკა მეტნაკლებად შენარჩუნებულია, ვაზოპრესორების დოზა შემცირებულია. ასევე, სამივე მათგანთან, ჩვენ და მათ საბედნიეროდ გამოჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რა იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ დადებითი დინამიკაა. თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია. ასევე მინდა გითხრათ, რომ უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის 100%-ზე და შემცირდა ჟანგბადის კონცენტრაციის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება, დადებითი დინამიკა ჩაითვალოს. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. სამივე მათგანთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა და ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან აღდგენილია შარდის წამოსვლა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დადებით დინამიკას. ამ ეტაპამდე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით პაციენტებთან უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, რომ სამივე პაციენტის მდგომარეობა ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა. ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)