2020-08-25 10:43:16, 1824 ნახვა
საზოგადოება
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაეშვა
23 აგვისტოს, შატილში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2020 წლის 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,