2020-08-25 10:37:05, 5668 ნახვა
მსოფლიო
მერკელი რუსეთს - დაუყოვნებლივ გამოიძიეთ ნავალნის საქმე უკანასკნელ დეტალამდე
„დაუყოვნებლივ გამოიძიეთ ნავალნის საქმე უკანასკნელ დეტალამდე“ , - ამის შესახებ ანგელა მერკელმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება სრულად გამჭირვალედ უნდა წარიმართოს.
„რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციაში ნავალნის წამყვანი როლის გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს დანაშაული უკანასკნელ დეტალამდე და ეს სრულად გამჭვირვალედ გააკეთონ. პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ და დაისაჯონ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,