2020-08-25 09:58:08, 1578 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში გლოვის დღეა
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,