08:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 12:38:42, 635 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი პროექტის - „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი გოეთეს ინსტიტუტს სტუმრობდა, სადაც  „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ - პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. 

პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების მიერ გარემოსდაცვითი პროექტების ერთობლივად დაგეგმვას და ამ სფეროში პრობლემების  საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგნებში ინტეგრირებას. მასწავლებლებს კოორდინირებას საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ვენის გარემოსდაცვითი უნივერსიტეტის თანამშრომლები გაუწევენ.

კონფერენციაზე გერმანელმა და ავსტრიელმა ექსპერტებმა მდგრადი განვითარების,  სატყეო ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის  მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს.

პროექტი ხელს შეუწყობს იუნესკოს მსოფლიო სამოქმედო პროგრამას -  „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. 

პროექტს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში. 

„ამ პროექტით იგეგმება სკოლების მხარდაჭერა, იქედან გამომდინარე, რომ ავამაღლოთ ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებში. პროექტის სახელწოდებაა „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ რაც ნიშნავს, რომ გავაერთიანოთ განათლება და გარემოს დაცვა“, - განაცხადა - ვენის აგრარული უნივერსიტეტის ვიცერექტორმა ვილჰელმ ლინდერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics