|
2020-08-24 20:27:48, 1902 ნახვა
საზოგადოება
„ასოციაცია ბროწეული“ - აივ/შიდსის მკურნალობის თვითნებურ შეწყვეტას პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად ვაფასებთ
„აივ/შიდსის მკურნალობის თვითნებურ შეწყვეტას პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად ვაფასებთ“ , - ამის შესახებ აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეულმა“ სოციალურ ქსელში განაცხადა. მათ ასევე განაცხადეს, რომ პაციენტების მკურნალობის გარეშე დატოვება, ცენტრის ხელმძღვანელობის მორალურ ღირებულებებზე მეტყველებს. „აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია “ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს შ.პ.ს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო. აღნიშნულ ფაქტს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად ვაფასებთ, რაც საექიმო საქმიანობისას უკიდურეს პროფესიულ გულგრილობას წარმოადგენს. შიდსის მკურნალობისა და მოვლის სერვისები ქვეყანაში ცენტრალიზებულია. თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში შიდსის მქონე პაციენტთათვის მკურნალობისა და მოვლის სერვისების მონოპოლისტი მიმწოდებელია. პაციენტების მკურნალობის გარეშე დატოვება, ცენტრის ხელმძღვანელობის მორალურ ღირებულებებზე მეტყველებს. შიდსის ცენტრი არაეფექტური მენეჯმენტის გამო წლების განმავლობაში სწორედ ამგვარ უკიდურეს პირობებში გვემსახურებოდა. იმ ფონზე როდესაც მათი დონორული და სახელმწიფო დაფინანსება იდენტურია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების. ცენტრში ადამიანის ღირსების შემლახავი გარემოა. Რაც არ არის განპირობებული მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემებით. სისტემატურად ირღვევა პაციენტთა კონფიდენციალობა. არასრულად ვიღებთ გლობალური ფონდისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს. რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შიდსის ცენტრი სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს. რაც მათ სანდოობაზე ეჭვს აჩენს. მათი ინფორმაციით 2020 წლის მაისის თვეში აივ შიდსის გავრცელება ქვეყანაში შემდეგ მონაცემებს ეყრდნობოდა:
ივლისის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არაგონივრული ცვლილებებია.
ცენტრალიზებული ინფექციური საავადმყოფო საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა. საერთაშორისო გამოცდილება ეფექტიანი მკურნალობის განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. აღსანიშნავია ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტისა და ტუბერკულიოზის პროგრამების ფარგლებში სერვისების დეცენტრალიზაციის გზით მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. გამოვლენილ აივ დადებით პირთა 16% მა საქართველოში გეოგრაფიული და სისტემური ბარიერების გამო მკურნალობა შეწყვიტა. მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მინისტრ ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს პაციენტთა ჩართულობით დაიწყოს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის სამუშაო პროცესი. Ჩვენი მოთხოვნა ქვეყანაში შიდსის სერვისების დეცენტრალიზებაა. არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე! დრო როდესაც მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირები იღებდნენ გადაწყვეტილებებს წარსულია. პაციენტთა ჩართულობის გარეშე დაუშვებელია მათ ჯანმრთელობის მართვაზე გადაწყვეტილების მიღება და გადასახადების გადამხდელთა ფინანსების განკარგვა“ , - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)