2020-08-24 19:22:32, 5536 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ავსტრიამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან პრივილეგიებისა არასწორად გამოყენების გამო გააძევა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მისი ქცევები არ შეესაბამებოდა ვენის კონვენციას.
ავსტრიული გამოცემა იუწყება, რომ საქმე ეხება ეკონომიკური შპიონაჟის საქმეს.
რუსულმა მხარემ ავსტრიის გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს ქმედებები საერთო ურთიერთობებს ვნებს.
რუსეთი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და ავსტრიელი დიპლომატის გაძევება დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა ნორვეგიამაც, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ჯაშუშობა დასდო ბრალად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,