|
2015-09-11 11:09:22, 610 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავ, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქროს. მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით აღნიშნული ცვლილება უმნიშვნელოვანესია. "როგორც ცნობილია, პარლამენტში, დეპუტატთა 50%-ზე მეტმა ხელი მოაწერა წინადადებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შესახებ. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის ჩვენს უზენაეს კანონში შესატანი და შესაბამისად, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ამასთან დაკავშირებით, მე მინდა მივმართო თხოვნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან დაკავშირებით, დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ვფიქრობ, კონსტიტუციონალიზმის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)