05:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 11:13:47, 5151 ნახვა

რეგიონი
გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა „თიბისის“ მხარდაჭერით ხორციელდება

ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ.  გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო  გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა.

რევაზ ანთაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჩოხატაურში მამაპაპისეულ მიწაზე ჩხავერის მოყვანის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა. მან თიბისის მხარდაჭერით 3500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 700 ძირი ჩხავერი დარგო.

„ჩხავერი განსაკუთრებული ყურძენია და განსაკუთრებულ მოვლასაც მოითხოვს. ამ ადგილას ჩემს წინაპრებს ადრე ჰქონიათ ჩხავერი,  ვაპირებ, რომ  თანდათან 1 ჰა-მდე გავზარდო ჩხავერის ვენახები. ამას გარდა, ჩვენს მხარეში გავრცელებული სხვა იშვიათი ჯიშების მოყვანასაც ვგეგმავ, ისეთის როგორებიცაა -   ჯანი და სხილათობანი“, - ამბობს რევაზ ანთაძე.

ფერმერი პირველ მოსავალს 3 წელიწადში ელოდება. პირველ ეტაპზე რევაზ ანთაძე 5-დან 10 ტონამდე ღვინის წარმოებას გეგმავს. ჩხავერისგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული ხარისხისაა. ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი შეფერილობით, ნაზი და ჰარმონიურია და გამოირჩევა ალკოჰოლისა და სიმჟავის ბალანსით. ყურძნის ამ ჯიშს იყენებენ ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც. ბოთლში ჩამოსხმამდე მას 2 წლის მანძილზე ქვევრში ინახავენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics