|
2020-08-23 18:06:46, 4597 ნახვა
ეკონომიკა
ხანიშვილი: გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია, მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სამაცივრე მეურნეობების პროექტი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხორციელდება. მისი თქმით, მანამდე არცერთ ხელისუფლებას, არც გონიერება ეყო და არც ხედვა, იმისათვის, რომ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დაფინანსება დაეწყო. „მაცივრებზე, პროექტზე - „დანერგე მომავალი“, ბაღების გაშენებაზე და სხვა კომპონენტებზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. დღემდე, აშენებულია 45-ზე მეტი მაცივარი და გადამმუშავებელი საწარმო, რაშიც ჩადებულია 130 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც სახელმწიფომ, გრანტის სახით, 20 მილიონ ლარზე მეტი მისცა ფერმერებს და 19 მილიონ ლარამდე კი კრედიტში სუბსიდირებას მოხმარდა. ამ მაცივრების დამსახურებაა სწორედ ის, რომ საქართველოში ტრადიციად იქცა წარმატებული საექსპორტო პროდუქტის სქემა. მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 23 000 ტონაზე მეტი ატამი. თუ ატმის ფასი მანამდე 20-22 თეთრს შეადგენდა, დღეს ლარად და ლარნახევრად გაყიდა კახელმა გლეხმა. მარტო ატმიდან 2 თვეში 110-120 მილიონი ლარი იყო შემოსავალი“. - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. მისი თქმით, მაცივრების აწყობასა და ახალი ბაღების გაშენებას სოფლის მეურნეობაში მეტი დრო სჭირდება, ამიტომაც 2012-13 წლებში დაწყებულმა პროექტებმა ახლა გამოიღო შედეგი. „2018 წელს 11-12 მაცივარი იყო, ახლა 23-ია. ჩვენ შევძელით, ამ მაცივრების დახმარებით, ექსპორტზე გაგვეტანა ატამი. როცა
გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია. მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ, ახლა კი, თავიანთი დამოკიდებულებით, კვლავ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. თუნდაც ერთი მაცივარი გვაჩვენონ, რომელიც დააფინანსეს. ისიც კი, რაც სახელმწიფოს სახელით გააკეთეს, არ ყოფილა ფერმერისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობდნენ,“ - განმარტა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 22 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის დარგში დაწყებული პროექტები გააჩერა და სოფლის მეურნეობას განვითარების პერსპექტივა მოუსპო. მისივე თქმით, ქართული პროდუქციის შესანახად ყველა რეგიონში მაცივრების აშენების გეგმა სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)