|
2020-08-23 16:51:36, 1677 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალემ“ და საქართველოში მცხოვრებმა ბელარუსის მოსახლეობამ აქცია - პერფორმანსი გამართეს
დღეს თბილისში მოძრაობა „შეცვალემ", საქართველოში მცხოვრებ ბელარუს მოსახლეობასთან და სხვა აქტივისტებთან ერთად, მარშითა და ცოცხლაი ჯაჭვით ბელარუსის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა. მარშის მონაწილეებმა ლიეტუვას საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვი გააბეს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე, ნიკა ფარულავა აცხადებს, დროა საქართველოს მთავრობამ ქმედით ნაბიჯებს მიმართოს. „მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში მოეწყო დღეს სოლიდარობის მარში. თბილისში მსვლელობაც მოვაწყვეთ. ამით სოლიდარობას ვუცხადებთ თავისუფლებისათვის, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვსი მებრძოლ ბელარუსს ხალხს. კარგი იქნება თუ ხელისუფლებაც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და თბილისის ანძას მაინც გაანათებს ბელარუსის ახალი დროშის ფერებში“ , - ამის შესახებ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)