|
2020-08-22 18:03:41, 4180 ნახვა
ეკონომიკა
ვოლვომ ბათუმში პრემიუმ მოდელი XC90 წარადგინა
ვოლვომ ბათუმში ადგილობრივი და მოწვეული სტუმრებისთვის პრემიუმ მოდელი და ყველაზე დიდი ქროსოვერი XC90 წარადგინა. ვოლვო შვედური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვო XC90-თან ერთად ბრენდის სხვა მოდელებიც - S90 და S60-ი გამოეცადათ. ვოლვო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. ის მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ავტომობილებს სპეციალური უსაფრთხოების დამხმარე სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ეხმარება უფრო უსაფრთხოდ მართოს ავტომობილი. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავტომობილი ავტომატურად იჭერს დისტანციას წინა ავტომობილთან და მძღოლის მოდუნების შემთხვევაში აზღვევს მას უბედური შემთხვევისაგან. ავტომობილებს პილოტ ასისტენტის ფუნქციაც აქვს, ისინი ავტომატურად მიჰყვებიან გზისგამყოფ თეთრ ხაზს და მძღოლის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ვოლვოს ავტომობილებს, მისი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტიდან გამომდინარე, ალტერნატიული გასაღები მოჰყვება. რომლის მეშვეობით ავტომობილის მფლობელს სიჩქარის შეზღუდვა შეუძლია. თუ ავტომობილს არასრულწლოვანი ან დამწყები მძღოლი მართავს, მფლობელს შეუძლია ალტერნატიულ გასაღებზე მაქსიმალური სიჩქარე განსაზღვროს და მძღოლს მხოლოდ მითითებული სიჩქარის განვითარება შეეძლება და არა მეტის. უსაფრთხოებასთან ერთად ვოლვო გარემოზე მზრუნველი ბრენდია. კომპანიის სამომავლო მიზანია, 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილი გამოუშვას და ავტონომიური მართვის სისტემით უზრუნველყოს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)