2020-08-22 12:30:53, 16922 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსის 48 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 1 108-ით გაიზარდა
აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავრუსის 48 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 1 108-ით გაიზარდა.
ამის შესახებ მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 622 540-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა კი 175 363-ს მიაღწია.
შეგახსნებთ, რომ აშშ როგორც კორონავირუსით ინფიცირებულთა, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,