2020-08-22 10:15:30, 16236 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 ადამიანი - გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1394-ს შეადგენს, საიდანაც 1132 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,