05:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 18:53:45, 4350 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების" ლიდერები მარნეულში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, მარნეულში, ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაათვალიერეს. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს  ინჟინერმა, გიორგი შერმადინმა ინფორმაცია მიაწოდა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა  საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. გარდა სასწავლო კორპუსისა, მოეწყობა კოლეჯის ეზო და ღია სპორტული მოედანი.

ქვემო ქართლში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „მოდუსი" მოქმედებს, რომელიც რუსთავში მდებარეობს. შემოდგომიდან, პროფესიული განათლების მიღება უკვე მარნეულში, „მოდუსის" ახალ, თანამედროვე სივრცეშიც გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics