2020-08-21 17:47:13, 2363 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგი იქნა აღმოჩენილი.
„გარდა იმისა, რომ ენერგეტიკა განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ ერდოღანმა დოლმაბაჰჩეს სასახელეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი თურქეთმა ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვრების მხარეს 20 ივლისს აღმოაჩინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,