|
2020-08-21 15:11:38, 4214 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა მდინარაძე - ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, რუსეთთან დიმპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ იქნება
როდესაც ოკუპანტი მხარის, ანუ რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელი რანგისაც არ უნდა იყოს, საუბრობს დიპლამიტიურ ურთიერთობებზე, ურთიებობების ნორმალიზაციაზე, აქ საქართველოს აქვს პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება ამ ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. მისივე თქმით, რუსეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ურყევი იქნება. „როდესაც ოკუპანტი მხარის ანუ რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელი რანგისაც არ უნდა იყოს, საუბრობს დიპლამიტიურ ურთიერთობებზე, ურთიებობების ნორმალიზაციაზე, აქ საქართველოს აქვს პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება ამ ქვეყანაში. ეს პოზიცია გახლავთ შემდეგი, რუსეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ურთიერთობის ნორმალიზაციაზე და ასე შემდეგ. ვიდრე ისინი განაგრძობენ ადამიანების გატაცებას იმ ტერიტორიებიდან, სადაც ყველაზე რთულად გვაქვს საქმე ამ მიმართულებით, განაგრძობენ ბორდერიზაციას იქ, სადაც მათ მონიშნული აქვთ წითელი ხაზებით, ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მანამდე საქართველოს ექნება მყარი პოზიცია და ვერანაირ დიპოლომატიურ ურთიერთობებზე და მის აღდგენაზე ვერ ილაპარაკებს, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)