22:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 14:56:10, 4800 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლებას არჩევნებში დამკვირვებლების მონაწილობა არ სურს, სამარცხვინო ტყუილია

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპონენტების განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებას არჩევნებში უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობა არ სურს, სამარცხვინო ტყუილია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდის ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს არჩევნებს საქართველოში.

„დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მათ თქვეს, რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას არჩევნებში დამკვირვებლების მონაწილობა არ სურსო. ეს თავისთავად არის სასაცილო განცხადებაა. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ არჩევნებს, ვინაიდან ამ არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ, მხარი დავუჭირეთ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკაში, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, გავხადეთ გარემო უფრო დემოკრატიული. დღესაც ხედავთ, რომ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია.

ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული და რასაკვირველია, მომავალზე ფიქრი, მომავალზე გეგმები თავისთავად უკავშირდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარებთ ჩვენ ამ არჩევნებს. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისთვის, ეს არის არჩევნები, სადაც საქართველო დგამს ხელშესახებ ნაბიჯებს მომავლისკენ, აძლიერებს თავის დემოკრატიას. საქართველო თავის მოქალაქეებს, პარტნიორებს, მეგობრებს დაუმტკიცებს, რომ იმსახურებს დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას და იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics