12:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 13:09:38, 1306 ნახვა

სამართალი
ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესი დატოვეს, რის გამოც შაქარაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესი დატოვეს, რის გამოც საქმის განხილვა გადაიდო.

როგორც არასრულწლოვნის უფლებადამცველმა განაცხადა, სხდომის დატოვების მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შეუძლოდ გახდომა გახდა.

„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სასამართლოს განუცხადა, რომ ზ.ხ. თავს კარგად გრძნობს. არასრულწლოვანს წნევა გაუზომეს. ზ.ხ. ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება, მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე. პროკურატურამ მოითხოვა საქმის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თავს ცუდად გრძნობდა. ზ.ხ.-მ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, ვინაიდან ისევ შეუძლოდ გახდა და მეც მთხოვა დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა. ახლა სასამართლო ალბათ იმსჯელებს რა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა პროცესი ზ.ხ.-ს და მისი ადვოკატის გარეშე“, - განაცხადა გიორი გელხაურმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა 26 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics