07:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 12:53:26, 1611 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

21 აგვისტოს მონაცემებით:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამის  ფარგლებში,  145,000-ზე მეტ   ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 26 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 116,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა 30,000 ტონამდე მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად,  3,700,000  ლარზე  მეტი დაზოგეს.
  • აგროდაზღვევის  პროგრამის ფარგლებში 2020 წლის  15 აგვისტოს  მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი  პოლისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 %-ით მეტია.  დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება 155 მლნ ლარს აღემატება.
  • მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი. 
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1842 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 33 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,7 მლნ ლარს აჭარბებს.
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია  387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე  ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო  სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის  შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის  135  ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.  




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics