|
2020-08-21 11:33:05, 4286 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისში ახალი რესტორანი იხსნება
სექტემბერში თბილისს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებსა თუ ადგილობრივებს ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. „ნინიას ბაღი“ ასე ჰქვია ახალ რესტორნს, რომელიც „თიბისის“ მხარდაჭერით აშენდა. რესტორანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, მას აქვს ეზო ანუ ღია სივრცე სტუმრების მისაღებად და 150-მდე ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. „ნინიას ბაღის“ დამფუძნებელი შეფ-მზარეული და რესტორატორი მერიკო გუბელაძეა, ის ამბობს, რომ პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად აღნიშნულ პროექტზე მუშაობა არ შეუჩერებიათ. „რესტორნის გახსნისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა კი მიმდინარეობს რესტორნის რემონტი და აღჭურვა. აქ იქნება ექსპერიმენტული სამზარეულო და მე თავად ვიქნები მზარეული ორ სხვა მზარეულთან ერთად“, - ამბობს მერიკო გუბელაძე. „ნინიას ბაღი“ „შავი ლომის“, კაფე „ლეილას“ და „ლისი რესტის“ შემდეგ მეოთხე რესტორანია, რომელიც მერიკო გუბელაძემ დააფუძნა. მთლიანობაში ახალ რესტორანში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)