03:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 09:40:04, 798 ნახვა

ეკონომიკა
აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში პროექტების განხორციელებას დაიწყებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს,-ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით,  ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი სატრანსპორტო, საგზაო და  ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება.

 ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.  მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსექტორისთვის არსებულ ხელსაყრელ პირობებზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრი სფერო, რომლებიც დააინტერესებთ ჩინურ კომპანიებს. კერძოდ, ინვესტორებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს ტრანსპორტის(რკინიგზა, პორტები), ენერგეტიკის (განახლებადი ენერგია, ჰიდრორესურსები), მრეწველობის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორები.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა, წინასწარ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წლის 29 ივნისს პეკინში. საქართველო არის 45- ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ ბანკს და პირველი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა ბანკის წინასწარი ხელშეკრულების რატიფიცირება. სავარაუდოდ, ბანკი ფუნქციონირებას 2015 წლის ბოლომდე დაიწყებს. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკში გაწევრიანება საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული ფინანსურ რესურსების მოძიებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics