2020-08-21 10:01:43, 1039 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.
სასამართლო პროცესი 14:00 საათზე არის ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაკითხავენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, საერთო ჯამში, 17 პირია დაკავებული. აქედან 6 არასრულწლოვანია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,