2020-08-20 21:07:07, 1555 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესმენი და ტერნოპოლის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქართველი ბიზნესმენი უკრაინული საფეხბურთო კლუბის "ნივა ტერნოპოლის" ყოფილი პრეზიდენტი, ავთანდილ მდინარაძე კორნავირუსით გარდაიცვალა.
უკრაინული სააგენტოების ცნობით, ქართველი ბიზნესმენი ტერნოპოლის #1 საავადმყოფოში COVID19-ს ებრძოდა თუმცა დღეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის იაროსლავ ჩაიკოვსკის განცხადებით, ვირუსი დინამიურად ვითარდებოდა და მისი შეჩერება ვერ მოხერხდა.
ავთანდილ მდინარაძე იყო ტერნოპოლის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი. ბიზნესმენი და ქველმოქმედი.
მისი შვილი ალექსანდრე მდინარაძე უკრაინაში ცნობილი ფეხბურთელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,