2020-08-20 17:09:26, 982 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს. ამის შესახებ არასრულწლოვნების ადვოკატმა განაცხადა.
ბრალდებული არასრულწლოვანების - ზ.ხ, ა.ქ და ლ.შ მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოკითხონ.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებულების სიცრუის დეტექტორზე დაკითხვისთვის საჭიროა სუს-ის ნებართვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან