|
2020-08-20 16:02:26, 2172 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მთავრობის ახალი პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა ერთ სივრცეში შეძლონ დეტალური ინფორმაციის მიღება
„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა ერთ სივრცეში შეძლონ დეტალური ინფორმაციის მიღება მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების და მათში ჩართვის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამბროლაურში, პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორი" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „ჩვენ თავი მოვუყარეთ 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც მეწარმეებო, თქვენთვის არის შექმნილი, გავიტანეთ თბილისიდან, წამოვიღეთ აქ, რაჭაში და კიდევ ასამდე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც თქვენთვის ძალიან კომფორტულ, ნაცნობ გარემოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები დაგეხმარებიან, შეავსოთ აპლიკაცია, მოამზადოთ ბიზნესგეგმა, მიიღოთ ინფორმაცია, თუ რას გთავაზობთ სახელმწიფო", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში ერთიანი სივრცეების შექმნას. აქ მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელთაც ახორციელებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს განსაკუთრებით საინტერესოა მეწარმეებისთვის, როდესაც კოვიდის პანდემიის გამო შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით გააფართოვა ეს პროგრამები. „იქნება ეს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, ტურიზმის განვითარების თუ „აწარმოე საქართველოში" პროგრამები. მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ამ რამდენიმე თვეში, შემიძლია გითხრათ, რომ იგივე მცირე და საოჯახო 1000-ზე მეტმა სასტუმრომ ისარგებლა ახალი პროცენტის სუბსიდირების დამხარებით და პროგრამით, 919-მა ადამიანმა შეიძინა ბინა ბინათმშენებლობის პროგრამის წყალობით, 29 ახალი სამეწარმეო პროექტია მხარდაჭერილი განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემით და ეს არ არის ყველაფერი", - განაცხადა ნათია თურნავამ. სახელმწიფო პროგრამების პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20 - ზე მეტი პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამასთან, პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)