12:49 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 14:38:15, 1169 ნახვა

საზოგადოება
„ეკოლიდერთა სკოლა 2020” დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2020 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. ონლაინ სემინარებისა და შემეცნებითი ტურების შემდეგ, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.

 „ეკოლიდერთა სკოლაში“ ვებინარები სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები უკითხავდნენ. სასწავლო კურსის შემაჯამებელი კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ტურებიც მოეწყო.

პროექტის ფარგლებში 13 ვებინარი ჩატარდა. ლექციები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, ნარჩენების მართვის პოლიტიკა, მდგრადი განვითარების მიზნები, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგის დეგრადაცია და გაუდაბნოებასთან ბრძოლა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვა, მიმდინარე კონსერვაციული პროექტების განხილვა, ფოტოგრაფია და გარემოსდაცვა.

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო, საგანმანათლებლო ღონისძიებებს დისტანციურად ახორციელებდა. გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად ჩატარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი - გახარია საქართველოსთვის
კობახიძე - იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს
სახალხო დამცველისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა სს კოდექში შეტანილი ცვლილებეი პრობლემურია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics