|
2020-08-20 12:25:14, 1000 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა - პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხალისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ფერმერები პროგრამის „დანერგე მომვალი” ახალი კომპონენტის ფარგლებში შეძლებენ. კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად, ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. კომპონენტით დაფინანსდება 2020 წლის 15 ივლისიდან სტიქიური მოვლენების შედეგადად დაზიანებული ნერგების ღირებულება სრულად, პროგრამით დადგენილი სხვადასხვა კულტურის ნერგის თანხობრივი ლიმიტის ფარგლებში. განხორციელდება, არაუმეტეს, 50ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება. დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული ნებისმიერი მრავალწლოვანი კულტურის ნერგი, მათ შორის, ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა). დასაშვებია დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ნერგების ჩანაცვლება სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით. თანადაფინანსება გავრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი დაფინანსების მისაღებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა, სტიქიით სავარგულების დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში უნდა წარადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მრავალწლოვანი კულტურების ბაღების, პლანტაციების, ვენახების სტიქიით დაზიანების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს დაზიანებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი, ნერგების რაოდენობა და კულტურა. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელიც რეგისტრირებულია „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი - გახარია საქართველოსთვის
კობახიძე - იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს
სახალხო დამცველისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა სს კოდექში შეტანილი ცვლილებეი პრობლემურია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)