|
2020-08-20 12:08:59, 1199 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ამინდის ცვლილების გამო, დაგვიანებული არ არის
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება. მისივე განმარტებით, ექსპერიმენტით უნდა განისაზღვროს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, არსებული როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. „საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა“, - განაცხადა პროკურორმა. პროკურორის განცხადებით, აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი ამინდის ცვლილების გამო დაგვიანებული არ არის. „არანაირად არ არის დაგვიანებული. იმ დროს რა ტემპერატურაც იყო, ცხადია, განსაზღვრული აქვს გამოძიებას, კონკრეტული ტემპერატურა დადგინდება და აქედან გამომდინარე განისაზღვრება ის სურათი, რაც საჭიროა სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზისთვის. რამდენად ზუსტ შედეგს მოგვცემს ექსპერიმენტი ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. დანარჩენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენებს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)