|
2020-08-20 12:01:49, 1955 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა
ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა. საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება. „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს. „ჩვენს მხარეში კონკურენცია დღითიდღე მატულობს, ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა, ბევრიც ამჟამად შენდება. ჩვენ ვეცდებით, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ შეღავათიან ფასად. გათვლა გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე, ვისაც სურს, რომ ბიუჯეტურად დაისვენოს,“ - ამბობს „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებელი სტეფანე წიკლაური. სასტუმროში 13 ნომერი განთავსდება და 30-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სტუმრებს გიდის მომსახურებას და საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. სამომავლოდ კი, დაგეგმილი აქვთ საკონფერენციო სივრცის მოწყობა, რათა კორპორატიული კლიენტების მომსახურებაც შეძლონ. „ყაზბეგი ჯგუფი“ მშენებლობის პროცესს 2 თვეში დაასრულებს, ზამთრის სეზონზე კი სასტუმრო პირველ სტუმარს მიიღებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)