08:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 17:15:51, 575 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ სემინარი ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში ადამიანის უფლებების შესახებ სემინარი ჩატარდა. 

სემინარს  ადგილობრივი  საჯარო სკოლის 25 მოსწავლე დაესწრო. 

საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ სემინარზე მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის უფლებების არსსა და კლასიფიკაციას. მათ შორის იყო ისეთი თემები, როგორიცაა განათლების უფლება, რწმენის და რელიგიის თავისუფლება, თანასწორობა და დისკრიმინაციის  აკრძალვა. განსაკუთრებული ყურადღება  ბავშვთა უფლებებს დაეთმო. 

სემინარს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ კოორდინატორი მაია ნასრაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება სალექციო ნაწილის გარდა დატვირთული იყო სხვადასხვა შინაარსის აქტივობით. ახალგაზრდები ჩაერთვნენ დისკუსიაში, მონაწილეობდნენ გუნდურ სავარჯიშოებში; სემინარის დასასრულს ყველა მონაწილეს  სერტიფიკატი გადაეცა.  

პროექტის მიზანია, არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარის განვითარება და თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს აერთიანებს. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 13 იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics