|
2020-08-19 19:27:06, 1490 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სკოლამდელი სააღმზრდელო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც დღვანსა და მახალაკიძეებს უახლოეს პერიოდში, ახალი თანამადეროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი ექნება. შუახევის მერიამ ობიექტების მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადა, რომლის დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდება დღვანში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით კეთილმოწყობილი, შშმ პირთათვის ადაპტირებული და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, 2 ჯგუფზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება, 30-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. მახალაკიძეების ბაგა-ბაღის განსათავსებლად სოფელში არსებულ ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, დაგეგმილია შენობის გაფართოებაც. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ორივე ბაღის ეზო, დამონტაჟდება ატრაქციონები. ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა უზრუნველყოფს პატარებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)