|
2020-08-19 18:06:41, 1206 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ?
ძალიან სუსტი ადამიანები არიან, რომლებსაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ და იმის აღიარება, რა დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი, შევუნდოთ და მივუტევოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ანაგის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში არჩევნებზე იმდენს არ ფიქრობენ, რამდენადაც მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ლანძღავენ. „ყოველ წელს გვაქვს არჩევნები და არჩევნებზე იმდენს არ ვფიქრობთ, რამდენადაც მთელი წელი ერთმანეთს ვლანძღავთ. რას მივიღებთ მერე? მივიღებთ, რომ შემდეგ, მეორე წელს ისევ გავლანძღავთ, მესამე წელს ისევ გავლანძღავთ, მეოთხე წელს და ასე შემდეგ - 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. ისინი არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომლებსაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ და იმის აღიარება, რა დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი. საშინელი დანაშაულები ღვთის თუ ერის წინაშე. შევუნდოთ და მივუტევოთ, იმის უფლება მაინც აღარ ექნებათ მერე რომ გამოვიდნენ და კიდევ რაღაცები მოგვახვიონ თავს. გავაკეთოთ წესიერი არჩევანი. ჩვენი არჩევანი, ქართველი ერის არჩევანი ქრისტე და ქრისტიანობაა ხომ? რადგან მიწაზე ვცხოვრობთ, არავის არ დაუშლია, რომ მიწაზე წესიერად იცხოვრო ადამიანმა. აქაც ერთმანეთი არ ვლანძღოთ. განა რომელიმე პარტიისაკენ მოგიწოდებთ? უბრალოდ, ვინც ლანძღავს, ჩემთვის ყველა მიუღებელია. მე თუ, ვთქვათ, შევიგინები, მერე ჩემზე მთელი წლები ლაპარაკობენ, აი, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა. ყოველდღე იგინებიან ხომ? იქნებ, მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ როგორ არ უნდა მოვიქცეთ. შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ?! პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. ნუ იქნება მეგობარი და ნათესავი, ჩვენი მოქალაქეა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი - გახარია საქართველოსთვის
კობახიძე - იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს
სახალხო დამცველისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა სს კოდექში შეტანილი ცვლილებეი პრობლემურია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)