|
2020-08-18 23:26:39, 1534 ნახვა
რეგიონი
ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე
პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს. ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა პოლონელ მომხმარებელს უკვე ჰქონდა ქალაქ ოპოლეში, დეკემბრის მეორე ნახევარში ანალოგიური ღონისძიებები ტორუნსა და უსტრონში გაიმართება. სტუმრებს საშობაო ბაზრობებზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ქართულ ღვინოსთან ერთად ქართული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობაც ეძლევათ. ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნულ ქვეყანაში განხორციელებული მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია 2019 წლის 11 თვის მონაცემებითაც: საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,7 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)