|
2015-09-10 13:41:01, 469 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ პოლონეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმისა და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ლაიამ ფოქსს და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის წევრს, პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილ პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ვლოძიმიერჟ ჩიმოშევიჩს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. დავით ბაქრაძემ პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა ამ პროცესის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ლაიამ ფოქსმა დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატა მზაობა, აქტიურად განაგრძოს საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის დაყენება. პოლონეთის რესპუბლიკის სენატის წევრმა ვლოძიმიერჟ ჩიმოშევიჩმა შეხვედრისას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი პოლონეთის მხარდაჭერა გამოხატა. ამასთან, მან განსაკუთრებით აღნიშნა ევროინტეგრაციის პროცესში ევროპული ქვეყნების ღირებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა და სახელმწიფო მინისტრს ამ კუთხით თანამშრომლობის მეტად გაღრმავების მზაობა აღუთქვა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)