|
2020-08-18 17:51:31, 1883 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ოზურგეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმოება იზრდება
18 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და ოზურგეთის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შპს „თოლეს“ პარტნიორობით თხილის წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ქარხნისთვის შეძენილი თხილის საშრობი საწარმოს 24 საათში 10 ტონით მეტი თხილის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს საერთო ჯამში ქარხნის წარმადობას დაახლოებით 25-30%-ით გაზრდის. თხილის ქარხნის წარმოების გაზრდისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 300 000 ევრო შეადგინა. ბანკისა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლობის ფარგლებში ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში თხილის ქარხნის წარმოების ზრდა ხელს უწყობს, როგორც მეთხილეობის დარგის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს და გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში “,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)