20:18 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 13:51:49, 1054 ნახვა

პოლიტიკა
30-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს, ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია, როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ისტორიაში "აბსოლუტურად უპრეცედენტოა"

"პირდაპირ არის მითითებული, პირველად საქართველოს ისტორიაში, რომ პრაქტიკულად 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. არა მხოლოდ საკუთარი ხმებისთვის ვიბრძოლებთ, არამედ ერთმანეთის ხმებს დავიცავთ და არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის შესაძლებლობას, რაც 2016 წელს გააკეთა, როცა ჩემი პოლიტიკური პარტიის ხმები თავად და სატელიტ ოპოზიციურ პარტიებს გადაულაგა. ეს არის ჩვენი ამომრჩევლისთვის იმის იმედის მომცემი, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას". - თქვა ნინო ბურჯანაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics