|
2020-08-18 13:58:16, 1656 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ყველის ქარხანა „სანტა“ წარმოებას აფართოებს
ალბათ გსმენიათ 20 წლის წინ თბილისიდან სოფლად გადასახლებული ქალის შესახებ - დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება რომ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, აქ და ახლა საქართველოს სამხრეთში ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“ ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება. დარეჯან კანთელაძემ შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა და წალკაში ჩამოიყვანა. „ძროხები გერმანიიდან ერთი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ტრანსპორტირება ხმელეთით მოხდა. ძროხები სპეციალურად შევარჩიეთ, რომ ჩვენს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს ადვილად შეგუებოდნენ. ფერმის გაფართოება დიდი ხანია მინდოდა და სწორედ ახლა, ეს შესაძლებელი გახდა. ამჟამად ჩვენი ფერმაში 232 სული ძროხაა,“ - ამბობს დარეჯან კანთელაძე, „სანტას“ დამფუძნებელი. ნამატი ფერმაში წარმოებული პროდუქციის მატებასაც ნიშნავს, ამჟამად „სანტაში“ თვეში საშუალოდ 10 – 12 ტონა ყველს აწარმოებენ. „ალპიას“ ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველი რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. უახლოეს მომვალში „სანტა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და რძის სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას აპირებს. „სანტაში“ 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დარეჯან კანთელაძე თიბისის პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2018-ის“ გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)