2020-08-18 11:29:02, 16204 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა.
მისივე თქმით, დღეს კოვიდ ცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს.
„გამოჯანმრთელებულები მხოლოდ ექვსით გაიზარდა და არის 1098. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს კოვიდ-ცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1351 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 1098 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,