|
2020-08-18 11:16:07, 1481 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals“-მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში
„მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია „Ferring Pharmaceuticals“ - ი განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით. კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. ონლაინ - შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები. კომპანიაში ინვესტიციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფარმაცევტული კომპანიის „Ferring Pharmaceuticals" - ის პრეზიდენტ პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ონლაინ - შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა. „საქართველოს ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას და ტემპებით ბევრ ქვეყანას ვასწრებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტორები," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა თავის სამშობლოში და მსოფლიოში აღნიშნული პროფილის 50 უმსხვილესი კორპორაციათა შორისაა. „ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals" - მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები 400 - ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან საქართველოში მათი ბიზნეს აქტივობის დაწყების ან გაფართოების მიზნით.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)