23:02 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 13:33:31, 818 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ

დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროექტის მონაწილეები გავხდეთ, რადგან მიგვაჩნია, „ახალი აბრეშუმის გზა“ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.

„მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები, რომლებიც საინტერესო იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას „ახალი აბრეშუმის გზის“  შესახებ, ეს არის კონცეფცია –„ერთი სარტყელი–ერთი გზა“. ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის  შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროეტის მონაწილეები გავხდეთ. ჩვენი მიზანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. არ გვსურს საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი და გვინდა, რომ ის იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის ის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს,“–აღნიშნა პრემირმა.

მისივე თქმით, ჩინეთის პრემიერ–მინისტრთან ერთად განიხილა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პროექტები. მხარეებმა ისაუბრეს  ანაკლიის პორტის შესახებ.

„მეორე პროექტი, რაც ჩვენ განვიხილეთ, არის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ჩვენი ქვეყანა თანადამფუძნებელია ამ ბანკის. პირველ ეტაპზე 100 მილიარდია ბანკის კაპიტალი, მაგრამ საბოლოოდ 500 მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. მე მექნება ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა პეკინში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებას შევძლებთ. ამის მზაობა და სურვილი ჩინური მხრიდან უკვე არსებობს. ჩემმა კოლეგამ საუბრისას განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაც არის სერიოზული განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობისთვის ამ პროექტში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერის ინფორმაციით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ოქტომბერში ჩინეთიდან 200–მდე წარმომადგენელი დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics