21:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 10:09:38, 1127 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმს სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მაიკლ მაკკოლიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსის დახმარების შესახებ გაკეთებული განცხადება დაგმეს.

როგორც კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხის უფლებას, მოითხოვონ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუს ხალხს, რომლებიც იყენებენ საკუთარ უფლებას, ჩაატარონ საპროტესტო აქცია და მოითხოვენ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას. მათი ხმა უნდა გაიგონონ. ამასთანავე, კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას. ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმს სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისევ უარყოს მოსკოვის აგრესია და იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად, და მოითხოვოს ათასობით დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტისა და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება“, - აღნიშნულია კონგრესმენების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობის გაღიზიანება მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსედ გამარჯვებამ გამოიწვია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების ხმათა 80% მიიღო. აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics