2020-08-18 10:03:24, 16315 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1351-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 7597 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი რჩება.
გამოჯანმრთელებულთა შესახებ მონაცემები არ განახლებულა და კვლავ 1 092-ია.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან, საერთო ჯამში, 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,