20:17 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 23:53:27, 944 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ რუსთავთან ერთად ვემზადებით გამარჯვებისთვის

„გამოცდილი გუნდით და ახალი გეგმებით, ჩვენ მზად ვართ, კვლავ ავიღოთ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე წარუდგინა.

„მადლობას გიხდით თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენ რუსთავთან ერთად ვემზადებით გამარჯვებისთვის!

რა განაპირობებს საზოგადოების ნდობას ჩვენი გუნდის მიმართ და რატომ ირჩევენ მოქალაქეები "ქართულ ოცნებას"!  "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე უკეთ შეძლო: დაეცვა მშვიდობა და სტაბილურობა; ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე; ბიზნესის თავისუფლების და საკუთრების დაცვა;  სწორი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გატარება! გამოცდილი გუნდით და ახალი გეგმებით, ჩვენ მზად ვართ, კვლავ ავიღოთ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა!განათლების სისტემის რეფორმირებით და დაფინანსების გაზრდით; ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობით და განახლებით;

კერძო სექტორის, სერვისების და მეწარმეობის აქტიური ხელშეწყობით; აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

„ქართული ოცნებ“ არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის დაბრუნებას წარსულში!

ნინო ლაცაბიძე  - განათლებული, პროგრესული და წარმატებული ქალი, პოლიტიკოსი რომელსაც ამ წლების განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია და შეხვედრები ჰქონდა მოქალაქეებთან. მას შეუძლია თქვენთან ერთად, რუსთავისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა და თქვენი საჭიროებების მიტანა ხელისუფლებასთან. განათლებით, სამუშაო გამოცდილებით, მოქალაქეებთან პოზიტიური ურთიერთობით და თანაგრძნობის უნარით, კონტაქტებით, ლიდერის თვისებებით, რომელიც ნინოს აქვს - დარწმუნებული ვარ, ის თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics