14:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 21:09:25, 968 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა დაასრულა

ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა დაასრულა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ოჯახის ადვოკატმა გააკეთა.

მისი განცხადებით, პროკურატურა ოჯახის ყველა მოთხოვნას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილებს.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომანქანა ხუთი დღის მანძილზე იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, დავუსვით კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურორს.

დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ იქნება გამოძება და დროში არ გაიწელება, ამოღებული იქნება სატელიტის ფოტოებიც, რომელიც ასევე ლოგიკური დროის მონაკვეთში მოხდება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოელი გამომძიებლები ყველა ექსპერტიზის საქმეში ჩაერთვებიან ცოტახანში.

ეს არ იყო დაპირება, ნამდვილად კარგი სპეციალისტები არიან, რომლებიც ძალიან მალე გაეცნობიან საქმეს.  ასევე იქნება კომპლექსური ექპერტიზებიც, რომლებშიც მეც მივიღებ მონაწილეობას. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა, რომ საქმე გაგრძელდეს ისე როგორც უნდა იყოს, ეს ესე მოხდება.

რაც შეეხება კომპიუტერსა და მობილურს, რაც არის ჩვენი მოთხოვნა, გაკეთდება იმ პერიოდში.

შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება იქნება იმ ვადებში, რომელიც ოჯახისთვისა და საზოგადოებისთვსი სრულებით მისაღებია, დარწმუნებით ვიტყვი, რომ არ დაფიქსირდება არანაირი  დროში საქმის გაჭიანურება.

ნდობას გამოვუცხდებთ მაშინ როდესაც დავინახავთ შედეგს. დაპირება არის, რომ ხუთშაბათს დამხვდება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საქმეზე, გამაცნობს ყველა დეტალს და ვიმუშავებ მათთან ერთად. არ იქნება ისე, როგორც ადრე, მოვდიოდი გამაცნობდნენ ახალი რა იყო და მორჩა. ამის შემდეგ გაჩნდება ნდობა პროკურატურის მიმართ.

ვისაუბრეთ კვალიფიკაციის შეცვლაზეც, სატელიტური სურათები და ექსპერტიზა იმოქმედებს ამ ცვლილებაზე.

შუალედური დასკვნა იქნება რამდენიმე დღეში, ხოლო საბოლო დასკვნას უცხოელი სპეციალისტები თვის ბოლოს დადებენ, როდესაც შეისწავლიან ექპერტიზის პასუხებს“ , - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics